მორის ფოცხიშვილი - სსუ!!!

თუ ჩემი ლექსი
ქვეყანას აქცევს,
თუ გსურს დავდუმდე სულ,
ისეც და ასეც,
ისეც და ასეც,
სსუ?
კი ბატონო,სსუ!!!
ვიცი,უბრალო ჭორიც,
ფაჩუნიც
რომ შეგიშფოთებს სულს,-
ვთქვათ,მე გავჩუმდი,
ვთქვათ,შენ გაჩუმდი,
ვთქვათ,სულ გავჩუმდით,სულ...
სსუ?
კი ბატონო,სსუ!!!
მაგრამ ის ერთი,
კრძალვით თუ რიდით,
დღეს თუ თევზივით სდუმს,
არ ნიშნავს რომ ხვალ
არაფერს იტყვის...
სსუ?
კი ბატონო,სსუ!!!


Moris Focxishvili - Ssu!!!

No comments:

Post a Comment