გახედავ და ღამე.
არავის სჭირდები,
არავინ გეძებს.
თავსაც ვეღარაფრით იტყუებ.
ღამეებს უთევ ძილგამტყდარ ნერვებს,
საპატიო ყარაულში ხარ.
დროდადრო,
ტელეფონის სადენზე გიშტერდება თვალი.
ჭერზე გადამწვარი ნათურასავით
კიდია თვითირონია.
...
სიყვარული კი ის ოთახია,
სადაც ჯერ კიდევ წვებიან ორნი.
Nika Cherqezishvili - Gaxedav Fanjaras Da Gamea
ნიკა ჩერქეზიშვილი - გახედავ ფანჯარას და ღამეა...
No comments:
Post a Comment