მანანა ფრუიძე - "საუკუნე, წელიწადი და თვე"

საუკუნე, წელიწადი და თვე,
კვირა, დღე და საათი და წუთი,
წამი, მელანქოლია და მე,
ყელში უშნოდ გაჩხერილი ბურთი.
ღამე, კარზე კაკუნი და... შენ,
გარეთ თავსხმა, გალუმპული თმა,
"გაზაფხული შემოსულა ლენ", -
როიალი, თითები და ხმა.

შამპანური, ბუხარი და სითბო,
თვალი თვალში, მოპარული მზერა,
გახელება, გაგიჟება, რითმა,
სიყვარული, ღიმილი და წერა...

ყოყმანი და მიხურული კარი,
სველი დილა, ნაცრისფერი დღე...
შიშველ მხრებზე მოხვეული ქარი,
სიყვარული, აპრილი და შენ!.

Manana Fruidze - Saukune, Weliwadi Da Tve

No comments:

Post a Comment