შოთა ნიშნიანიძე - ვაზის სიმფონია

ქართლ–კახეთი ლეგენდაა,
იმერეთი ზღაპარი,
სამეგრელო ოცნებაა – გაფრენილი ფაფარი.
გურია კი სიმღერაა, ხოლო რაჭა სიზმარი,
ყველა ერთად – ვენახია ჩვენი დასაფიცარი.
ბუნების ღერბია,
ჩანგი და ებანი,
მერცხლის ბუდესავით შეკრული მტევანი.
ქალღმერთის ძუძუა,
და განა შემშლია –
წყურვილის მომკვლელი უფლის პეშვია.
პეშვო, დაგვამწყალობე, პეშვო, დაგვაპურე,
ჩვენი ამერ–იმერი ვაზით გადაბურე.
ამომტევნე ჩუქურთმა, ამოფოთლე სტრიქონი,
შენ ვერ დაგვემალები – სიმღერებში გიპოვნით.
შემოდგომის უღელს მზე ხარივით უბია
და ქართული სიმღერაც ვაზის ტყუპია!
ჭირში დაგვიკარგავს, ლხინში გვიპოვია
სრულიად საქართველოს ვაზის სიმფონია.

Shota Nishnianidze - Vazis Simfonia
შოთა ნიშნიანიძე - ვაზის სიმფონია

No comments:

Post a Comment