არაფერი ამნაირი არ მინახავს მე ჩემს დღეში.
ტყე გალობდა გუგუ-გუგუ, ტია-ტია, ჟრიკ-ჟრიკ, ჟრიკ-ჟრიკ...
აპრილი კი მართლა ჰგავდა სამოთხიდან მოსულ შიკრიკს,
უცებ ხის ტოტს გამოვედე -გავილუმპე თბილი ლეშხით,
ტანში გამცრა... გამაჟრჟოლა და მოიღო გულმაც რეჩხი,
ავიხადე, თავზე მადგა ჩიტის ბუდე - უფლის პეშვი...
არაფერი ამნაირი არ მიგრძვნია მე ჩემს დღეში...
Shota Nishnianidze - Bavshvobashi Gazafxulze
შოთა ნიშნიანიძე - ბავშვობაში გაზაფხულზე
No comments:
Post a Comment