ირაკლი აბაშიძე - ჯერ კიდევ სისხლი

ჯერ კიდევ სისხლი
დუღს ძალ-ღონეში,
ღმერთს კი, ღმერთს თვისი
აქვს განაჩენი -
მე ველი სიზმარს,
სიზმარს, რომელშიც
კარს მომადგება ბრმა მამაჩემი.
კვალვ იმ ჩექმებში,
კვლავ იმ ჩოხაში,
მამა ტანადი, მამა თვალადი;
მამა,რომელსაც ჩემს ბავშვობაში
მე ნათელ ცისქვეშ გზას ვუკვალავდი.
იმ ძველ ალერსით,
იმ ძველ ყავარჯნით,
იმ ძველ საუბრით,
ძველ შეკითხვებით...
მეტყვის: დამიდექ ისევ მკვლავმარჯვნით,
დღეს ამ ბნელ გზებში მე შეგიძღვები.

Irakli Abashidze - Jer Kidev Sisxli
ირაკლი აბაშიძე - ჯერ კიდევ სისხლი

No comments:

Post a Comment