კაფეში შევალ სრულიად მარტო
და ორს ავავსებ სასმელით ჭიქას,
ერთი შენია, (უნდა ვიდარდო
ასეც და ისეც, აქაც და იქაც).
შენს სადღეგრძელოს ჩუამდ ჩამძახებს
ჭიანურები, ვსვამ ალავერდი!
მაგრამ შენს ჭიქას ხელს არვინ ახლებს
პასუხს არ მაძლევს ხმათა ხავერდი.
და გაფითრებულ სარკეში მცურავს
ეს მწუხარება ვინ დამიფასოს?
მე გეუბნები ასე სამდურავს,
მაგრამ შენ მაინც არ მაძლევ პასუხს.
Galaktion Tabidze - Sheni Sadgegrdzelo
გალაკტიონ ტაბიძე - შენი სადღეგრძელო
No comments:
Post a Comment