უცნობ საფლავთან ვდგევარ,
ცხოვრება რას არ ჩრდილავს
კვლავ ხუთშაბათის დღეა
და ღრუბლიანი დილა.
მოვა ცისფერი საული,
მიწას ღრუბლები ჩრდილავს.
უფრო მიღვიძებს სურვილს
ეს ღრუბლიანი დილა.
ზარის შორეულ ხმაზე
ოცნება სევდას ჩრდილავს.
სიცოცხლის სურვილს მაძლევს
ეს ღრუბლიანი დილა.
Terenti Graneli - Ucnob Saflavtan Vdgevar
ტერენტი გრანელი - უცნობ საფლავთან ვდგევარ
No comments:
Post a Comment