წყნარი კენტია.
ფიცი პოეტის
ცის ტრაგედია.
რიცხვი ყოველთვის
წყნარი წყვილია.
ფიცი პოეტის
შორი ჩრდილია.
ბედი ყოველთვის
არის სპეტაკი.
დიდი პოეტი
გრიგალს ეძახის.
დიდი პოეტი
ბედის მსურველი.
ვარდი ყოველთვის
ბაღის სურნელი.
რიცხვი პოეტის
წყნარი კენტია.
ფიცი პოეტის
ცის ტრაგედია.
Terenti Graneli - Ricxvi
ტერენტი გრანელი - რიცხვი
No comments:
Post a Comment