ვარ, საშიშია ეს ბნელი ბინა,
ახლა სიშორე ძლიერ მაღელვებს.
შუაღამეა, სოფელში სძინავთ,
მახლობელ ტყესან ხმაურობს ღელე.
მგონი არა ვარ მე სხვებთან ერთად,
ალბათ მკვდარივით მიგონებს დებიც.
ასე მგონია გული შეჩერდა,
ასე მგონია ამ წუთში ვკვდები.
Terenti Graneli - Bneli Bina
ტერენტი გრანელი - ბნელი ბინა
No comments:
Post a Comment