ოთარ ჭელიძე - მატარებელი წარსულს გამოსცდა

მატარებელი წარსულს გამოსცდა.
ჩადგნენ ქარები, დამშვიდდნენ ზღვები.
გადავრჩი, მაგრამ ნელ-ნელა ვკვდები...
ეს იყო ჩემთვის დიდი გამოცდა,
ჩემს ჩასაქოლად მზად ჰქონდათ ქვები,
უკან გვირაბი მომდევდა ყეფით,
მაგრამ გადავრჩი განგების ნებით
და ახლა, ჩემთვის, ნელ-ნელა ვკვდები...
მატარებელი წარსულს გამოსცდა!

Otar Chelidze - Matarebeli Warsuls Gamoscda
ოთარ ჭელიძე - მატარებელი წარსულს გამოსცდა

No comments:

Post a Comment