მუხრან მაჭავარიანი - არა, გეთაყვა

არა, გეთაყვა,
ახლა ცხოვრება -
შენ რომ გგონია -
ისე როდია!..
მაგალითადრე:
შეყვარებულნი,
თუ ძველად ველად ხელად რბოდიან, -
ახლა კინოთა წინარე დგანან,
მაჯის საათებს დაჩეროდიან,
მიდი-მოდიან,
მოელოდიან...
არა, გეთაყვა,
ახლა ცხოვრება -
ძველად რომ იყო -
ისე როდია!

Muxran Machavariani - Ara, Getayva
მუხრან მაჭავარიანი - არა, გეთაყვა

No comments:

Post a Comment