ჩაქრება მზე და
დგება ღამე,
როგორც მზის კვამლი, -
აქა-იქ,
როგორც ნაპერწკალნი, -
კრთიან ვარსკვლავნი.
იელვებს ხოლმე
ასანთივით
ყივილი მამლის, -
კვლავ მზე ჩაღდება,
კვლავ ქრება კვამლი.
Muxran Machavariani - Dge Da Game
მუხრან მაჭავარიანი - დღე და ღამე
This comment has been removed by the author.
ReplyDelete