თავდაწყვეტილი ქათამივით
ფართხალებს ვერხვი...
ქარი ბრმასავით ეხეთქება
ხან რას
და
ხან რას...
მოულოდნელად
ქვემეხივით გავარდა მეხი
და
ლაშქარივით
გაენართხა მიწაზე ყანა.
შუაეზოში
გაბარჯღული კაკალი ღელავს;
ღობეს
ტოტები
ტალღებივით
ასკდება კაკლის...
თავშესაფარის ძებნაშია
გარშემო ყველა.
ყველაზე უფრო მძაფრად ახლა
იგრძნობა სახლი.
Muxran Machavariani - Saxli
მუხრან მაჭავარიანი - სახლი
No comments:
Post a Comment