ვწევარ გულაღმა.
უხმოდ დგანან ეზოში ხენი.
გაზაფხულია.
არის თბილი,
ნათელი ღამე.
ვწევარ გულაღმა,
მეყურება ხმაური ღელის, -
ქვეყნად
ამაზე უფრო ტკბილი
თუ არის რამე!
ის ქალიშვილი -
მე რომელიც ძალიან მიყვარს -
ახლა
ფანჯრიდან
დედაქალაქს დაჰყურებს, ალბათ...
ირგვლივ არავინ...
ვინ მეძახი,
მითხარი: ვინ ხარ?
ირგვლივ არავინ -
ყანისა და ხეხილის გარდა.
Muxran Machavariani - Vwevar Gulagma
მუხრან მაჭავარიანი - ვწევარ გულაღმა
No comments:
Post a Comment