მუხრან მაჭავარიანი - პარასკევი

საჩხერეს მიაშურებენ
პარასკევს ჩვენებურები,
ცხრამიდან მოდის ურემი,
ჩონთოდან მოდის ურემი,
იტავაზიდან მოდიან,
ბახიოთიდან მოდიან...
- იმე...
- კი, მარა...
- შე, კაცო...
- ქე, მაინც...
და...
- რა მცოდნია! -
ისმენენ ჩემი ყურები.
მოჭრიალებენ ურმები;
გოჭებით,
ინდაურებით -
მოდიან ჩვენებურები.

Muxran Machavariani - Paraskevi
მუხრან მაჭავარიანი - პარასკევი

No comments:

Post a Comment