ქრიან ოცნების თეთრი ნავები
მე წამოვედი გულდასეტყვილი
და ვიცი ახლა შენც გენანები.
ქარი-ქარია, მე ისევ მე ვარ
რა ვქნა ცხოვრების ქსელში გავები
ჩემი ტირილის ჩემი მოწმეა
ეს თეთრი მთვარე და ვარსკვლავები.
სული ჩქარია მრავალ სირბილით
და ვიცი ისევ რომ ავენთები
როგორც სიცოცხლე, როგორც სიკვდილი
როგორც სიშორე და პლანეტები.
მე ისევ მღალავს შფოთი ქალაქის
და გრიგალები მიწას უვლიან
მესმის ცხოვრება როგორც ტალახი
და პოეზია სიხარულია.
მე ჩემი მტრები ახლა ვიცანი
ახლა ეს შუქი აღარ ინთება
და უდიდესი გრძნობის ნიშანი
არის დუმილი და განრიდება.
ეს ღამე გაჩნდა როგორც წერტილი
ქრიან ოცნების თეთრი ნავები
მე წამოვედი გულსდასეტყვილი
და ვიცი ახლა შენც გენანები.
Terenti Graneli - Poezia
ტერენტი გრანელი - პოეზია
No comments:
Post a Comment