ამ ადგილიდან
საბურველს იცლის.
მე მოვიწყინე, ბატონებო,
უკვე დილიდან,
ვეთმობი სიცილს.
ჩამოათეთრა, ჩამოთოვა
აჭრილ ბილიკებს
ნასუნთქი ზეცის,
ვინ მოაბრუნებს,
ვინ ოხერი წაიქილიკებს -
ხელები მეწვის!
როგორ არ ვთიბე გასათიბი,
როგორ არ ვკაფე,
არა დამითმო.
შენ, ნაომარი, დააჩნდები
ღამეს შეფაკლულს,
მუხლებს გაითბობ.
რად არ დასტოვე ჭიუხები,
ქარს რად ვერ ენდე,
გიხმობდი როცა?!
გამომიგლოვდა ოცნებები,
გამივერანდა
ნანდობი ლოცვა.
არცრა მქონია დასაკარგი,
თუ ვერა ვპოვე...
ეშვება მწუხრი.
აბრჭყვიალებულ ფოლიანტებს
გულგრილად ვტოვეb
და აღარ ვწუხვარ.
Maka Jaiani - Me Moviwyine
მაკა ჯაიანი - მე მოვიწყინე
No comments:
Post a Comment