მუხრან მაჭავარიანი - კარ-მიდამო

კვირტნი -
მზის მიერ გამოჩეკილნი.
ჩიტნი -
მუდამდღე მოჭიკჭიკენი.
აქ -
შარშანდელი ჩალის ჩერგილი.
იქ -
ღვიისა და მაყვლის ჩირგვები.

სასიმინდეზე მიყუდებული,
გაუქმებული ძველი ურემი.
ნაშუაღამევს
სოფლის კრებიდან
დაბრუნებული კოლმეურნენი.

სახლი -
ნაშენი წითელ აგურით,
ხეხილებიდან გამომზირალი.
თეთრი ტირიფი -
ჩემი დარგული.
სურნელოვანი მწვანე ხილნარი...

. . . . . . . . . .

სოფელს აპრილმა ახედ-დახედა;
მთები,
მინდვრები
მწვანე დამოსა;
წყვილი მერცხალი შემოაკედლა
თითო მოსახლის კარ-მიდამოსა.

Muxran Machavariani - Kar-Midamo
მუხრან მაჭავარიანი - კარ-მიდამო

No comments:

Post a Comment