იოსებ ნონეშვილი - "შენ არა გაქვს მეფის გვარი"

შენ არა გაქვს მეფის გვარი,
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ, თვალები თამარ ქალის
როგორ გამოგყოლია?

არ მომეკრა შენთვის თვალი,
სიზმრად მაინც გნახავდი,
ხარ ყინწვისის ანგელოზი,
თეთრ ღრუბლებში ნახატი.

შენს სიყვარულს დავიფიცებ,
დაიჯერო იქნება,
ცისფერ კაბას ნუ ჩაიცმევ,
თეთრი უფრო გიხდება.

შენს სიყვარულს დავიფიცებ,
დაიჯერო იქნება,
წარბს ნუ შეჰკრავ, გენაცვალე,
გაღიმება გიხდება.

შენ არა გაქვს მეფის გვარი,
ფრთაფარფატა თოლია,
მაშ, თვალები თამარ ქალის
როგორ გამოგყოლია?..

Ioseb Noneshvili - Shen Ara Gaqvs Mefis Gvari
იოსებ ნონეშვილი - შენ არა გაქვს მეფის გვარი

2 comments: