შოთა ნიშნიანიძე - "მდინარის პირას თეთრი ქვა ეგდო"

მდინარის პირას თეთრი ქვა ეგდო,
შორიდან იგი მოჩანდა ლოდად,
რომ ამოვიღეთ,გავვოცდით ერთობ -
შეხედულება პატარის ჰქონდა.

პატარა იყო და მძიმე იყო
და არა დიდი და არა მჩატე...
ვზივარ ნაპირზე და ჩემთვის ვფიქრობ,
ამ ქვის ამბავი მახსენებს რამდენს.

ასე რად არი,დედაბუნებავ,
რასაც კი ვწვდებით,გვიკარგავს იმედს
და ხელთა გვრჩება,როგორც ცდუნება,
რაღაც პატარა და რაღაც მძიმე...

Shota Nishnianidze - Mdinaris Piras Tetri Qva Egdo
შოთა ნიშნიანიძე - მდინარის პირას თეთრი ქვა ეგდო

No comments:

Post a Comment