გავთელე გვირილა ნაწვიმი,
მე დამარცხებული გნოლი ვარ,
შენ _ გამარჯვებული არწივი.
გეძახის უძირო ოცნება,
შენს წინ მსურს მუხლებზე დავეშვა,
კერპი ხარ,
მოვსულვარ მლოცველად
და გულში ვიხუტებ კაეშანს.
ვფარხალებ ეჭვის ფაცერში,
გზას გულის ფანცქალით გავცქერი
და არც მსურს ვიწამო
სხვა გზები,
მოდიხარ ცხენდაცხენ ნავარდით,
არ გინდა გახედვა არსაით,
მსურს ტოროლასავით ავვარდე
და შენს გულს შევასკდე ცასავით
გულამოვარდნილი მორბიხარ,
გათელე გზა წვრილი...
მე გამარჯვებული გნოლი ვარ,
შენ _ შენ დამარცხებული არწივი.
მედეა კახიძე - სველ მატიტელებზე მოვრბივარ
No comments:
Post a Comment