ვიყიდი ვარდებს. ვარდების ფასად
ვიყიდი იებს. იების ფასად
იების ფასად - გიყიდი შენ!
წაგიყვან ბაღში, ხოლო ბაღიდან
წაგიყვან სახლში, ხოლო სახლიდან
აგიყვან ცაში, აგიყვან ცაში -
ერთად ვიცხოვრებთ ღრუბლებში ჩვენ!
ცისარტყელები გვექნება სიმად!
დაველოდებით ამინდებს კვიმატს,
და ღრუბლებიდან წამოვალთ წვიმად-
დავაწვიმდებით მიხაკებს ჩვენ!
ხოლო ნაწვიმარ მიხაკის ფასად
ვიყიდით ვარდებს! და იმის ფასად
ვიყიდით იებს! და იმის ფასად
იების გოგოს ვიყიდით ჩვენ!
იების ბიჭსაც ვიყიდით ჩვენ!..
Tariel Chanturia - Mebagis Siyvaruli
ტარიელ ჭანტურია - მებაღის სიყვარული
No comments:
Post a Comment