ხორცი
მასესხა მიწამ,
სული
მასესხა ზეცამ;
თხემით ტერფამდე სესხვამ -
რა უნდა გავცე სესხად.
კარზე
მადგია მიწა,
კარზე
მადგია ზეცა;
მომკლა მუდამდღე ხვეწნამ:
მადროვეთ, თქვენსა მზესა!
Muxran Machavariani - Xorci masesxa Miwam
მუხრან მაჭავარიანი - ხორცი მასესხა მიწამ
No comments:
Post a Comment