მუხრან მაჭავარიანი - "ქალია დილა..."

ქალია დილა,
მიწა - ქალი,
საღამო - ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, -
ასე მგონია:
მე რომ მიყვარს,
მართმევენ იმ ქალს.

Muxran Machavariani - Qalia Dila...
მუხრან მაჭავარიანი - ქალია დილა...

No comments:

Post a Comment