მუხრან მაჭავარიანი - "უვკე მოხუცდი"

უკვე მოხუცდი
და სიკვდილს უცდი,
თუ უღვთოდ ფლანგავ ახალგაზრდობას
(ვისაც ენებოს, -
ემცხეთოს თუნდა), -
ცხოვრება მაინც არის გართობა! -
სხვა არაფერი, -
მხოლოდ გართობა!

უღმერთოდ გიჭირს,
თუ გილხინს ერთობ -
გინდ ხალხში იყავ
გინდა მარტოკა!
გჭამდეს, იცოდე,
გჯეროდეს, მენდე:
ცოხვრება მაინც არის გართობა! -
სხვა არაფერი, -
მხოლოდ გართობა!

უკვე მოხუცდი
და სიკვდილს უცდი,
თუ უღვთოდ ფლანგავ ახალგაზრდობას,
თვით ღმერთი
შენთან იქნება სუსტი, -
ცოხვრება თუა შენთვის გართობა!

Muxran Machavariani - Ukve Moxucdi
მუხრან მაჭავარიანი - უვკე მოხუცდი

No comments:

Post a Comment