მუხრან მაჭავარიანი - "დღეს..."

დღეს,
დღენი შავნი
ოდეს თეთრად ჩანან ბეწვებად,
დღეს უფრო მჯერა,
რაც აქამდე
არც ისე მწამდა:
თმას,
ჩანს,
თვით სულში,
კაცის სულში უდგას ფესვები, -
ფერით გამოთქვამს
ვინაიდან
ის სულის ზამთარს.

Muxran Machavariani - Dges
მუხრან მაჭავარიანი - დღეს

No comments:

Post a Comment