მუხრან მაჭავარიანი - "კაცი ხარ მაშინ..."

კაცი ხარ მაშინ,
თავზე ქუდის მაშინ ხარ ღირსი,
როდესაც იცი,
ზედმიწევნით როდესაც იცი:

რა არ უნდა თქვა,
რა უნდა თქვა,
როგორ უნდა თქვა,
სად არ უნდა თქვა,
სად უნდა თქვა,
რატომ უნდა თქვა.

ცხრა თვალი გმართებს,
ცხრა ყური გმართებს, -
ნათქვამი შენი,
ვითარცა სხვათა, -
არ გახდეს, რათა
სხვების და სხვების
"გულისხმიერი"
განხილვის მსხვერპლი.

Muxran Machavariani - Kaci Xar Mashin
მუხრან მაჭავარიანი - კაცი ხარ მაშინ

1 comment:

  1. მაჩუქეთ ეს ლექსი რა გჭირან ვერ გავაზიარე, დიდი მუხრანი,
    ფრიდონ ხალვაშის დაბადების
    დღის საზეიმო სიტყვის დროს
    გულის შეტევით დაიღუპა და ძალიან გული მატკინა!!

    ReplyDelete