მიწა ტრიალებს.
შლის წარამარა დუმილი შრიალს;
ხან უფოთლოებს,
ხან ფოთლიანებს, _
ხეები ტოტებს თვალებში მჩრიან.
მოემართება ფანჯრისკენ ტოტი...
ცოტაც და...
ფოთოლს მინას შეახებს....
რამხელა გახდა მეზობლის გოგო!
როგორ დაბერდა
ჩვენი მებაღე!
მუხრან მაჭავარიანი - ბედი ტრიალებს
No comments:
Post a Comment