მუხრან მაჭავარიანი - "თუ ენდე ვინმეს..."

თუ ენდე ვინმეს,
თუ შენც გენდო,
ვინც გინდა იყავ, -
ვიტყვი:
ძალიან,
ო, ძალიან კარგი რამეა!
მე მიყვარს შენთან ლაპარაკი,
დუმილიც მიყვარს,
მე შენთან ერთად სიარულიც
მიყვარს ძალიან.

და
ყველას,
ყველას,
ვისაც ვიცნობ.
სრულიად ყველას,
დღეს
შენი აზრი
(ხვალ ექნება)
რომ ჰქონდეს ჩემზე, -
გამიხმეს ენა! -
თუღა ვინატრო
(დღეს ვნატრობ თუ?!)
უფალი შემწედ.

Muxran Machavariani - Tu Ende Vinmes, Tu Shenc Gendo
მუხრან მაჭავარიანი - თუ ენდე ვინმეს, თუ შენც გენდო

No comments:

Post a Comment