ნეტა, მანახვა:
როგორია მხედარი,
ანდა
საითკენ მიმაქანებს,
რომ მიმაქანებს;
ცოტათი მაინც,
თუ უხარის მასაც ნეტავი,
ათასში ერთხელ,
მე, - რაც მახარებს!
სურვილებს ჩემსას
იგი, ალბათ, ღიმილით უმზერს;
რომ გავჯიქდები, -
ალბათ ხარხარებს,
ნეტა, მანახვა:
როგორია ჩემი მხედარი,
ანდა
საითკენ მიმაქანებს,
რომ მიმაქანებს.
Muxran Machavariani - Neta, Manaxva...
მუხრან მაჭავარიანი - ნეტა, მანახვა...
No comments:
Post a Comment