შენ - შენზე ჩემი ხარ ფიქრისფიქრი,
მე - ფიქრისფიქრი ვარ ჩემზე შენი
და ფიქრისფიქრისფიქრია იგი -
მე და შენს შორის რაც ითქმის ენით.
მას კი, რაც სივრცით მზის არის ტოლი,
გამოთქმა რისიც, თვით დუმილს უჭირს! -
ღიმილით ამბობს სხეული ორი,
ვითარცა ერთის ტუჩი და ტუჩი.
Muxran Machavariani - Shen - Shenze Chemi Xar Fiqrisfiqri
მუხრან მაჭავარიანი - შენ - შენზე ჩემი ხარ ფიქრისფიქრი
No comments:
Post a Comment