შოთა ნიშნიანიძე - „ილიადას“ მთარგმნელი

რეკს ჰეგზამეტრი ანტიურ ცისქვეშ,
ფშავ-ხევსურეთში ისმის მთიბლური.
თითქოსდა რაღაც საერთოს ისმენს
ამ ორნაირი ხმით მოხიბლული.
ძველ ხმებს უძებნის კილოს შესაფერს
და სიკვდილს უდრის ძირამდე წვდომა
და დროის სიგრძე ბერძნულ ჰეგზამეტრს
ფშაველი მთიბლის მტკაველით ზომავს.
როგორც კალიის შავი ღრუბელი -
თავს დახვევია სიტყვა ურიცხვი.
დამღუპველია ღმერთთან დუელი,
თუგინდ ებრძოდე სიყვარულისთვის,
ეპოსის ღმერთი ღელავს თვითონაც,
უძლეველია და გულიც ერჩის
და ჰეგზამეტრის თვითეულ სტრიქონს
მძიმე შუბივით გაუყრის მკერდში.
სისხლით იცლება...
უთრთის ძარღვები,
ვერ ურიგდება სული სიგონჯეს,
ათასჯერ კვდება და იმარხება
სამარესავით გაჭრილ სტრიქონში.
ის კოცონია, და ღამეები,
უჩვეულო და ზებუნებრივი,
როგორც ხანგძლივად მოალყეები,
შემოსხდომიან მეომრებივით.
ის ბილიკია
და წამიერად
მკითხველი ტროის კედლებთან მიჰყავს.
ის ბილიკია.... აჰა, იელვა,
ისრად დაეცა ბიბლიის მიღმა...
ჰქრიან დროშები... ჯარი ირევა...
და სისხლი დასდის ნისლის ნაფლეთებს.
მათი შუბების გრძელი ჩრდილები
ბორცვებს ვეფხვებად წამოაფეთებს.
ჩანს აქილევსი - სული ზვიადი,
ვეება ტანით ფარს დაყრდნობილი.
ამაზრზენია მის ხასიათში
რაღაც ქართული და ახლობელი...
ცხენები ფრთხება ტროას გადაღმა
და ნაგაზები სიჩუმეს თქვლეფენ, -
ეს აქილევსის ლანდი გადარბის
და ცეცლი სცვივათ ვეება ტერფებს.
ჟამი კი მიდის, მიიზლაზნება
მძიმედ დაჭედილ ჰეგზამეტრივით;
ეპიტაფიის დაშლილ ხაზებად
აკლდამებსა და ძეგლებს შესტირის.
ჰა, ჰეგზამეტრი ვეფხვისზოლება,
რაკი მიწაზე დასტოვა კვალი,
ღმერთებისაკენ მიიზმორება,
როგორც წარმართულ სამსხვერპლოს კვამლი.
და აქილევსის ფარს აჟღრიალებს
ფშავ-ხევსრურული მთიბლურის ექო.
ეს ხმები კურნავს წარსულ იარებს,
აპოხიერებს ვენახს და ბექაობს,
და ქართვლების გმირული სულო,
გამოწრთობილი თავის წარსულით
აქაველების საბრძოლო ყიჟინს...

Shota Nishnianidze - Iliadas Mtargmneli
შოთა ნიშნიანიძე - ილიადას მთარგმნელი

No comments:

Post a Comment