შოთა ნიშნიანიძე - ამორძალები

მამრი უარყვეს…
და ხედნიან ველურ ულაყებს…
მამრი უარყვეს…

ნანადირევის ტყავეული აცვიათ ჯუბად
ფაზისს უწვდინეს თერმოდონტზე ნარსოლი შუბი.
ვახშმად სხდებიან კოცონებთან... ხარს ატყავებენ
და მსხვერპლს სწირავენ იდუმალ და საშიშ ხვთაებებს.
სკვიათიაში თუ თრაკიაში კვალი ირევა,
მეომარ ტომებს მიჰკივიან თავგამეტებით
და უნაგირებს გადაჰკიდეს ნანადირევად
მცირე აზიის ღამეები და ლეგენდები
…თრთის ამორძალის ძუძუსავით ტრამალის მთვარე
და ერთი ღამის სარეცელი განცხრომით მთვრალი.
თითქოს აგვისტოს ხვატიანი მზე შეუსუტავთ, –
ველური ვნება იღვენთება ცალი ძუძუდან.
ჰგავს სარეცლები ცხელი ქარით მოთენთილ კუნძულთ
და ამორძალებს კვლავ ეზრდებათ მოჭრილი ძუძუ…

Shota Nishnianidze - Amordzalebi
შოთა ნიშნიანიძე - ამორძალები


No comments:

Post a Comment