მურმან ლებანიძე - იქ ევროპაში!..

სიმღერის გამო -
უტკბილესის, ჩვენის, ქართულის,
ცეკვისა გამო -
ცეცხლოვანის, დამცემის ზაფრის,
ლექსისა გამო,
ხელოვნების, წესის და რიგის,
თუ გნებავს, ბურთის,
კი, ბატონო, უბრალოდ ბურთის,
იმ მრგვალი ბურთის,
რომელიცა, აგრეთვე, ცოცხლად
რომელიღაც მხრით
წარმოაჩენს ღირსებას ჯიშის, -
„ფანტასტიკური ქართველები!“
ჩვენს მცირე ხალხზე
იქ, ევროპაში,
გაზეთები როდესაც წერენ,
რატომ არის, რომ
მჭვრეტელს თვისის მშვენიერების,
მოწმეს ჩვენდამი
აღტაცების ყიჟინის, მძლავრის,
უეცარ ელდით
ლამის სისხლი ჩაგექცეს ტვინში?!

რა იმედები
ფუსფუსებენ შენ შეძრულ სულში?!
იმედოვნებენ
ფიქრნი შენნი, თუ ძმა ხარ, რას?!

Murman Lebanidze - Iq Evropashi!..
მურმან ლებანიძე - იქ ევროპაში!..

No comments:

Post a Comment