ხალხს, სახელმწიფოს,
ქვეყანას, ლაშქარს, -
ქვეყნიერების ნახევრის ოდენს, -
თოფ-იარაღში კისრამდე ჩამჯდარს, -
რომც მისი შიშით
მსოფლიო ძრწოდეს,
ეძრახვის
წუთით მოხუჭვა თვალის,
ეფემერებში ეძრახვის რბოდეს!
უპრიანია ეჭვობდეს ხვალეს,
დროებითობას
ყოვლისას სცნობდეს!
ესრეთვე მცირეს, ბეჩავს და საწყალს,
ერს, ხალხს, ქვეანას,
რომელიც ჰგოდებს, -
სხვათა დიდების ზრიალში ჩამხრჩვალს, -
დრო გაღვიძების
დაუდგა ოდეს,
არ ჩაეთვლება მხნეობა ნაკლად!
არ ეძრახება, - წვიმდეს თუ თოვდეს,
აღორძინებას ლამობდეს ახლად -
ცოტაოდენი
იმედიც ჰქონდეს!
Murman Lebanidze - Xalxs, Saxelmwifos
მურმან ლებანიძე - ხალხს, სახელმწიფო
No comments:
Post a Comment