მელანო ზუკაკიშვილი - ''მე შენს გულში სიყვარული დამრჩა''

შორეული მელოდიის თოვას
შეეპარა შენეული განცდა.
ვარდობისთვეს უსათუოდ მოვალ,
მე შენს გულში სიყვარული დამრჩა.

მე მოგიტან გაზაფხულის ფერებს,
იასამნის პაწაწინა რტო ვარ.
კვლავ გაგითბობ სიცივეში ხელებს,
თუნდაც მოვკვდე ენძელებად მოვალ.

მოგანიჭებ უსასრულო ძალას,
რომ მოიგო წარმართებთან ბრძოლა.
აგისრულებ საუკუნო ნატვრას,
წვიმად არა, მზის სხივებად მოვალ.

შევაჩერებ ამქვეყნიურ გლოვას,
ცას მოვასხამ უკვდავების ფარჩას.
დამიჯერე, უსათუოდ მოვალ,
მე შენს გულში სიყვარული დამრჩა.

Melano Zukakishvili - Me Shens Gulshi Siyvaruli Damrcha
მელანო ზუკაკიშვილი - მე შენს გულში სიყვარული დამრჩა

No comments:

Post a Comment