მუხრან მაჭავარიანი - ქართველი ბრძოლაში ვინ ბრძანა აზიზი

სიმრავლე რას ჰქვია?!
აბჯარი რას ჰქვია?!
მოძებნე სხვა სიტყვა!
მითხარი სხვა სიტყვა!
მითხარი სხვა სიტყვა!
მითხარი სხვა სიტყვა!
უკეთუ სისხლითურთ
ქართველი კაცი ხარ!

ქართველი ბრძოლაში
ვინ ბრძანა აზიზი!
ჩოხა რომ აცვია, _
ის ჩოხა ჯაჭვია!
სხვისი რა გითხრა და
ქართველი კაცისთვის, _
ვინცავინ კაცია,_
ეს დღემდე ასეა.

სიმრავლე?
აბჯარი?
რა ბრძანე?
რას ბრძანებ!

გახედე მარაბდას,
გახედე ასპინძას,
გახედე ბასიანს,
გახედე ბაზალეთს!

გახედე,
თუ გინდა ღიმილმა გაჯობოს!
გახედე,
გახედე:
მელანოს ნაშობო!
თებრონეს ნაშობო!
ლელაის ნაშობო!
გახედე,
გახედე!
თუ გინდა, -
გამხნევდე!!!

Muxran Machavariani - Qartveli Brdzolashi Vin Brdzana Azizi
მუხრან მაჭავარიანი - ქართველი ბრძოლაში ვინ ბრძანა აზიზი

No comments:

Post a Comment