მხურან მაჭავარიანი - ვარიაციები თემაზე „მცხეთა“

1
საქართველოა თბილისი თუმცა,
თუმცა კი არა...
რას ჰქვია „თუმცა!“
მაინც, რატომღაც
აქვს ეშხი სულ სხვა! -
საქართველოის
სადღეგრძელოს
მცხეთაში
თქმულსა.

წარსულის დიდის
არს ბუნდოვნად
აღმდგენი მკვდრეთით
მცხეთა!
უკუჰყრის წარსულს
მატარებლის
კივილი მკვეთრი -
ელდა!

2
ხმას ვახტანგისას
ინახავს სივრცე,
მიწა - ვახტანგის ცხედარს.
ცა არც ერთ ქლაქს
არ შვენის ისე,
ვითარცა
მცხეთას.

წარსული კარგი!
ძალიან დიდიც!
აუგი ვინ თქვა!
მაგრამ ერთს ვიტყვი,
პირდაპირ ვიტყვი:
გაწი-გამოწი! -
დღეს რაც ხარ! -
ის ხარ!

Muxran Machavariani - Variaciebi Temaze Mcxeta
მხურან მაჭავარიანი - ვარიაციები თემაზე მცხეთა

No comments:

Post a Comment