მურმან ლებანიძე - "ძვლებს ეწყობა ძვლები და... ჩინები, სამხრეები"

ძვლებს ეწყობა ძვლები და... ჩინები, სამხრეები,
ჯამდებიან
წლები და
ჯამდებიან
დღეები...

ჩავლილია სამოცი - მორჩი! - ვიღაც დამყვირის...
ახლა -
გასწი-გამოსწი -
ოცი გრჩება
ჯახირის!

ვიყავ ფლასით მოსილი, - არა ჩარირამასთვის,
მე ვიყავი
მოსული -
რაღაც მეთქვა
ამათთვის.

სხვა ხმები დაახორეს, - მე ვიყავი ფუტკარი...
ღმერთო,
შენ გააგონე,
რაც მე
ამათ ვუთხარი!

ძვლებს ეწყობა ძვლები და... ჩინები, სამხრეები,
ჯამდებიან
წლები და
ჯამდებიან
დღეები...

არა როგორც უკუნეთს და მტერს დაუძინებელს, -
სიკვდილს
ისე ვუყურებ,
როგორც 
აუცილებელს!

Murman Lebanidze - Dzvlebs Ewyoba Dzvlebi Da... Chinebi, Samxreebi
მურმან ლებანიძე - ძვლებს ეწყობა ძვლები და... ჩინები, სამხრეები

No comments:

Post a Comment