ორი ცრემლიდან საქართველოს გაჰყურებს საბა,
ვერ დაუნახავს დღეს უცრემლოდ
ქართველსა ქართლი,
- ორბელიანმა თვალსჩინი დაჰკარგა ალბათ!
- პირიქით! -
ერთობ კარგად ხედავს და მიტომ სტირის.
მამული
სისხლით გააჯერეს იმდენად მტრებმა -
წვიმას ვერ იტანს...
დროდადრო
ცრემლი
ისე წვეთავს
საბას წვერიდან, -
თითქოს
თოვლივით თეთრი წვერი -
თოვლივით დნება.
Muxran Machavariani - Ori Cremlidan Saqartvelos Gahyurebs Saba
მუხრან მაჭავარიანი - ორი ცრემლიდან საქართველოს გაჰყურებს საბა
No comments:
Post a Comment