მუხრან მაჭავარიანი - "მიმქრალ სიქველეს ღვინო აღვიძებს"

მიმქრალ სიქველეს ღვინო აღვიძებს;
ვალს, ისიც ზოგჯერ, გვახსენებს ისღა...
სისხლზე გოდებენ სხვები დაღვრილზე,
მე დასაღვრელი მედარდვის სისხლი.

გულს ეძგერება სადმე ლახვრისებრ
ხავსმოდებული ხანდახან ციხე...
სისხლზე გოდებენ სხვები დაღვრილზე,
მე დასაღვრელი მედარდვის სისხლი.

Muxran Machavariani - Mimqral Siqveles Gvino Agvidzebs
მუხრან მაჭავარიანი - მიმქრალ სიქველეს ღვინო აღვიძებს

No comments:

Post a Comment