მურმან ლებანიძე - "კაცი წერს, მტკივანს"

კაცი წერს, მტკივანს
რასაც წერდა - შენ სთათხავ იმას:
„წერსო სამშობლოს,
წერს მშობლიურ თოვლსა და წვიმას,
წუხს უცხო ქარებს,
წუხს ათასგვარ საეჭვო წვრილმანს,
ერთს და იმავეს
უმიზეზოდ დრტვინავს და გმინავს...“

შენივ თვისტომი
და შენივე ჯიში დაგცოფავს... -
ტფუი შენს სინდისს!
შენს მწერლობას
და შენს კაცობას!

Murman Lebanidze - Kaci Wers, Mtkivans
მურმან ლებანიძე - კაცი წერს, მტკივანს

No comments:

Post a Comment