დიდებულად წვიმს, დიდებულად - თოვს,
დიდებულად ქრის ქარი ქარაშოტი ...
არ დაგცდეს საყვედური წვიმაზე, ქარზე -
არ თქვა წუთისოფლის აუგი არასოდეს!
საზიზღრად იწვიმებს, საზიზღრად ითოვებს,
საზიზღრად იქროლებს ქარი ქარაშოტი,
ჩვენ რომ დავიღლებით, ჩვენ რომ არ ვიქნებით
და სხვა რომ იქნება - მკერდზე ყაყაჩოთი!
Murman Lebanidze - Didebulad - Wvims, Didebulad - Tovs
მურმან ლებანიძე - დიდებულად - წვიმს, დიდებულად - თოვს
No comments:
Post a Comment