რას ამჯობინებ,
მძლავრს რომელ სითხეს,
ვეკუთვნი რომელს, სახელდობრ, ბანაკს,
ვსვამ ორში რომელს -
ღვინოს თუ არაყს,
მე ვუპასუხე, ჯერ იყო ვისაც,
რომ გააჩნია
ეგ მიზეზს სმისას...
თუ მაგალითად, კაცს შევხვდი კაცურს,
თუ გულს უხარის,
ვსვამ ყურძნის ნაწურს -
ღმერთო შენ მოგვეც მიზეზი ლხინის,
ვარ, რათქმაუნდა,
ბანაკში ღვინის!
ხოლო, თუ ლხინის მიზეზი არჩანს,
თუ გულში ვიღაც
აბრუნებს ხანჯალს,
ან უფერული დღეების წყება
ერთმანეთს ებმის,
რაც ხშირად ხდება,
მაშინ, როგორც რამ სატკივრის წამალს
ანუ ძილისას,
მათრობელს ფრთამალს,
ვსვამ კოკობჭიქით იისფრ არაყს
და... წუთისოფლის
მივტოპავტალახს.
Murman Lebanidze - Rodesac Mcdidnen Da Echvit Mkitxes
მურმან ლებანიძე - როდესაც მცდიდნენ და ეჭვით მკითხეს
No comments:
Post a Comment