მუხრან მაჭავარიანი - "ვიდრე შენთვის ღმერთი სიკვდილს გაიმეტებს"

ვიდრე შენთვის ღმერთი სიკვდილს გაიმეტებს, -
ხომ უნდა შეიქციო თავი რაიმეთი!

ხოდა...
ან გამყიდე,
ან ცოლი წამგვარე,
ან დანა დამარტყი,
ან...
რაღაც ამგვარი.

თვარა,
ხომ იცი, ღმერთი რავარია!
ვინ იცის, სიკვდილს როდის გაიმეტებს!
რა გააძლებინებს ისე ადამიანს, -
თუ არ შეიქცია თავი რაიმეთი.

Muxran Machavariani - Vidre Shentvis Gmerti Sikvdils Gaimetebs
მუხრან მაჭავარიანი - ვიდრე შენთვის ღმერთი სიკვდილს გაიმეტებს

No comments:

Post a Comment