მელანო ზუკაკიშვილი - მერამდენედ

უკვე აღარ ვიცი მერამდენდედ,
მზერა ჰორიზონტზე შევაჩერე.
ასე მოლოდინით დაცვარულმა,
სიხარული სევდას შევაბერე.

უკვე აღარ მახსოვს მერამდენედ,
ჩემი გაჩენის დღე შევაჩვენე.
თუმცა ბოლოს მაინც ვინანე და,
იღბალს ჩემი თავი შევახსენე.

უკვე მერამდენედ ამერია,
ყველა ემოცია ერთმანეთში.
ცხოვრების ვერაფერი გამიგია,
რაღა მე და რაღა ძველი ნეშტი.

ახლა ჩემი თავიც მეზარება,
სხვებმაც მომაბეზრეს მგონი თავი.
მხოლოდ სიმარტოვე მეჩემება,
ისევ მას გავანდე ჩუმი დარდი.

ღმერთო, მერამდენედ დამესიზმრა,
უსასრულო გზების გასაყარი.
მე კი ვერ გავიგე რომელს გავყვე,
რომელს ჩავუყარო დასაბამი.

უცებ დასრულდება სიზმარი და
ვრჩები ბნელი გზების ჯვარედინზე.
ისევ შემომიტევს უძილობა,
ისევ დამპატიჟებს ღამე რინგზე.

დრო კი ჩემს ნერვებზე სამბას უკრავს,
ისე მიჰქრის, თითქოს დავეწევი.
უკვე დედამიწაც მომბეზრდა და
ცაში მოვითხოვე სარეცელი.

Melano Zukakishvili - Meramdened
მელანო ზუკაკიშვილი - მერამდენედ

No comments:

Post a Comment