მე და შენ ერთად ვნახავთ ვარსკვლავთა
ოქროსფერ ნატვრად ახდენილ მეჯლისს.
წარსული მორჩა, უკვე დამთავრდა
და წინ ახალი ცხოვრება გველის.
იმედს ნუ კარგავ, ღმერთი გვიმზადებს,
ყველა ოცნების ერთად ახდენას.
ვიცი ეს ღამე თეთრად ინათებს,
ჩვენი დარდი და სევდა მთავრდება.
ჩვენ ჩავაბარეთ ყველა გამოცდა,
გახსოვს? - ბოროტი სიკეთით ვცვალეთ.
გაგვწირეს? გვტკენდნენ? - მერე რა მოხდა,
ჩვენ თბილი სიტყვით ვუხდიდით ვალებს.
ღმერთი ხომ მაინც ხედავს ყველაფერს
და ის უბრუნებს ყველას საზღაურს.
კეთილს ბოროტის ენა ვერ ავნებს
და როგორც ელავს ისე აღარ ქუხს.
მე და შენ ვნახავთ ოქროსფერ მეჯლისს,
შევიგრძნობთ ყველა ნატვრის ახდენას.
უფალი ჩვენთან მოვა და გვეტყვის,
დღეს მზე ამოსვლას თქვენთვის გაბედავს.
Melano Zukakishvili - Warsuli Morcha
მელანო ზუკაკიშვილი - წარსული მორჩა
No comments:
Post a Comment