როცა მეგონა გიპოვე და
ჩემი არსებობა გაგრძნობინე,
ბედის საჩუქარი გიწოდე და
ჩემი ლექსები გასმენინე,
როცა შენი სულის სტრიქონები
შენივე სურათებად დაგიხატე,
როცა უღმერთობის საწუთროში
მომავლის იმედად დაგისახე,
როცა გაცრეცილი დღეებიდან
რწმენად შენი სახე დავინახე,
და უიმედობის სარეცელთან
ყველა დარდი გულში ჩავიმარხე,
როცა ვიწამე რომ შენ არსებობ
ძველი ჭრილობების საიმედოდ,
სწორედ იმ მომენტში წახვედი და
ლექსმა დარდი როგორ აიმედოს.
ახლა ზამთრის მკაცრი ყინვაა და
გული ლამაზ ფიფქებს აღარ ენდო,
ვიცი დაბრუნდები გაზაფხულზე,
ვიცი გამოჩნდები ენძელებად,
მაგრამ მე უშენოდ ყინვიანი
ზამთრის გადალახვა მეძნელება.
Melano Zukakishvili - Imedis Angelozi
მელანო ზუკაკიშვილი - იმედის ანგელოზი
No comments:
Post a Comment