ენავ - მოსაჭრელო ძირში,
ტუჩო - პასუხს თქვენგან ველი:
რაა - სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!
"სიტყვა - ისარივით სწორი!
ლექსი - ხანჯალივით მჭრელი!
ქალი - რა თქმა უნდა, სხვისი!
ცოლი - რა თქმა უნდა, ჩვენი!"
- 2 -
ენავ - მოსათხრელო ძირში,
ტუჩო - მარგალიტებს ველი:
რაა - სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!
"კერა - მშობლის ნაბუდარი!
ენა- ლაჟვარდებით მსვლელი!
მიწა - ჩვენი საკუთარი!
ხალხი - რა ვუყოთ, რომ ჭრელი!"
- 3 -
ენავ - მოსაჭრელო ძირში,
კიდევ, კიდევ პასუხს ველი:
რაა - სიყვარულის ღირსი,
გულზე რომ დავიდოთ ხელი?!
"კაცი - კლდედ დამდგარი სჯულზე!
სული - ანთებული, წრფელი!
გული მართალი და გულზე
მართლად დადებული ხელი!"
Murman Lebanidze - Enav Mosachrelo Dzirshi...
მურმან ლებანიძე - ენავ მოსაჭრელო ძირში...
No comments:
Post a Comment